უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 206 შემთხვევა დაფიქსირდა
უკრაინაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 168-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 206 ადამიანს დაუდასტურდა. ეს მონაცემები უკრაინისთვის რეკორდულად მაღალია.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე უკრაინაში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 35-ს შეადგენს. 52 ადამიანი გარდაიცვალა.