უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 807 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 23 ადამიანი კი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 807 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 23 ადამიანი კი გარდაიცვალა

უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა.

გამოვლინდა ინფიცირების 807 ახალი შემთხვევა.

აღნიშნულ მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 50 414 შემთხვევა.

გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 306-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 926-ით გაიზარდა და ჯამში 23 119 შეადგინა.