უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 681 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ათი პაციენტი
უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 681 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ათი პაციენტი. შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო მონაცემების გათვალისწინებით, უკრაინაში „კოვიდ-19“-ით სულ 1012 ადამიანია გარდაცვლილი. გამოვლინდა ინფიცირების 37 241 შემთხვევა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 133-ით გაიზარდა და ჯამში 16 642 შეადგინა.