უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 683 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 16 ინფიცირებული
უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 683 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 16 ინფიცირებული

უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსი 683 ადამიანს დაუდასტურდა, 16 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.

შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უკრაინაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შემდეგ, ოფიციალური სტატისტიკით, ვირუსს სულ 870 ადამიანი ემსხვერპლა. გამოვლინდა ინფიცირების 29 753 შემთხვევა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 426-ით გაიზარდა და ჯამში 13 567 შეადგინა.