უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 325 ადამიანს დაუდასტურდა, 21 კი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 325 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 21 გარდაიცვალა.
შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სულ ქვეყანაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 18 616 შემთხვევა.
მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ კი 535-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 160-ით გაიზარდა და ჯამში 5276 შეადგინა.