უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულებს შორის 24 ბავშვი და 72 მედიკოსია
უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 487 ადამიანს დაუდასტურდა, 11 პაციენტი კი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ბრიფინგზე უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა განაცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულებს შორის 24 ბავშვი და 72 მედიკოსია.
სულ ქვეყანაში დადასტურებულია „კოვიდ-19“-ის 13 184 შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი, 327-ს შეადგენს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელებულებს 118 ადამიანი დაემატა, ამგვარად განკურნებულთა რიცხვმა 2 097-ს მიაღწია.