უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 476 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 15 მოქალაქე. საავადმყოფოებიდან გაწერეს 272 პაციენტი.
როგორც უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო დღე-ღამეში კლინიკებში გადაიყვანეს 115 ინფიცირებული.
საერთო ჯამში ეპიდემიის დროს ვირუსი გამოუვლინდა 19 706 ადამიანს, მათგან 3833 სამედიცინო დაწესებულების მუშაკია.
სულ უკრაინაში ვირუსი ვერ დაძლია 579-მა მოქალაქემ. გამოჯანმრთელდა 6277-ი პაციენტი.