უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 810 შემთხვევა გამოვლინდა, 21 პაციენტი კი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 810 შემთხვევა დაფიქსირდა.
„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 21 პაციენტი ემსხვერპლა.
ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 51 224 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 1327 ლეტალურად დასრულდა.
განახლებული მონაცემებით, უკრაინაში გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი 23 784-ს აღწევს.
ქვეყენაში „კოვიდ-19“-ზე 760 247 „პისიარ“ ტესტია ჩატარებული.