უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 393 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 393 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 17-ით გაიზარდა და ახლა ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის ფატალური შემთხვევების რაოდენობა 696-ს აღწევს.
377-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც, რომელიც ახლა 9311-ს შეადგენს.
დღემდე ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 23 204 ადამიანს დაუდასტურდა.