უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა.
შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.
ქვეყნის მასშტაბით სულ დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 6 592 შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი 174-ს აღწევს.
ამასთან, გამოჯანმრთელებულია 467 პაციენტი, მათგან ბოლო ერთ დღე-ღამეში 100 ადამიანი განიკურნა.