უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 366 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 366 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 366 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 13-ით გაიზარდა და ჯამში 316 შეადგინა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობას დაემატა 256 პაციენტი და ამგვარად, განკურნებულთა საერთო რიცხვმა 1 875-ს მიაღწია.

სულ უკრაინაში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 12 697 შემთხვევა. აქედან ამ დროისთვის აქტიურია 10 500-ზე მეტი შემთხვევა.