უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირების 261 შემთხვევა დადასტურდა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირების 261 შემთხვევა დადასტურდა

უკრაინაში „კოვიდ-19“-ით გუშინდელთან შედარებით 80-ით ნაკლები ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო 24 საათში აღრიცხულია ახალი კორონავირუსის 261 შემთხვევა.

საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში ინფექცია 5 710 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსით გარდაიცვალა 10 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 12. საავადმყოფოში რჩება 1 910 ადამიანი, მათ შორის 91 ბავშვია. 3 800 პაციენტი სახლებში, თვითიზოლაციაში მკურნალობს.

სულ უკრაინაში „კოვიდ-19“-ით გამოწვეული გართულებებით 151 ადამიანი დაიღუპა. ინფექცია დაძლია 359-მა პაციენტმა.

გარდაცვლილებს შორის 80 მამაკაცი და 71 ქალია. მათი 80 პროცენტი 50 წელს გადაცილებული იყო.