უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 3 240 ადამიანი დაინფიცირდა, 48 პაციენტი კი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 3 240 ადამიანი დაინფიცირდა, 48 პაციენტი კი გარდაიცვალა

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 240 შემთხვევა დაფიქსირდა, 48 პაციენტი კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 268-ით გაიზარდა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 172 212 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 76 754 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 516 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.