უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 ბავშვი და 90 ექიმი დაინფიცირდა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 ბავშვი და 90 ექიმი დაინფიცირდა

უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 ბავშვი და 90 ექიმი დაინფიცირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში , ვირუსით 260 ბავშვი და 684 ექიმია დაინიფიცირებული.

ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე უკრაინაში კორონავირუსის 3764 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 108 ადამიანი, კორონავირუსისგან  143 პაციენტი განიკურნა.