უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 948 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი
უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 948 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 52 605 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 1 110 ადამიანი.
ამ დროისთვის უკრაინის საავადმყოფოებში 22 254 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.