უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 917 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 19 ადამიანი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 917 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რის შედეგადაც ინფიცირებულთა საერთო ოდენობამ 42 982-ს მიაღწია.
ვირუსისგან უკვე განიკურნა 19 ათასამდე პაციენტი.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, „კოვიდ-19“-ით უკრაინაში სულ 1129 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 19 ბოლო დღე-ღამეში.