უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 209 პაციენტი კი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 209 პაციენტი კი გარდაიცვალა

უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 9 699 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 11 803 პაციენტი. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსით 209 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის მინისტრ მაქსიმ სტეპანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 58 547 პირს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 1 055 047 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 709 993 ათასი ადამიანი გამოჯანმრთელდა, 18 533 პაციენტბერაი კი გარდაიცვალა.