უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 889 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 12 ინფიცირებული
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 889 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 12 ინფიცირებული

უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირება 889 ადამიანს დაუდასტურდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ლვოვის ოლქში გამოვლინდა, სადაც ინფექცია 152 ადამიანს დაუდასტურდა. 104 შემთხვევა გამოვლინდა დედაქალაქ კიევში.

2 ივლისის მდგომარეობით, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 45 887 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 185-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 505-ით გაიზარდა და ჯამში 20 053 შეადგინა.