უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 706 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 ინფიცირებული
უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 706 ადამიანს დაუდასტურდა, 12 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევებიდან 57 რეგისტრირებულია კიევში.
ვირუსის გავრცელების შემდეგ, 30 ივნისის მდგომარეობით, უკრაინაში სულ კორონავირუსი 44 334 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 1 159 ინფიცირებული. 19 115 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.