უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 677 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 126 პაციენტი კი გარდაიცვალა
უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 6 677 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 126 ინფიცირებული, ხოლო 2 799 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 355 601 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 6 590 პაციენტი გარდაიცვალა, 145 336 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.