უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 540 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 11 ადამიანი
უკრაინაში ბოლო ერთი დღის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 11 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოვლენილია კორონავირუსის 540 ახალი შემთხვევა.
უწყების მონაცემებით, სულ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირება დაუდასტურდა 10 406 ადამიანს. დაავადებულთაგან 261 გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1 238 პაციენტი, მათგან 135 ბოლო ერთ დღეში განიკურნა.