უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 525 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 23 ადამიანი
უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 525 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 23 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ეს უკრაინაში 24 საათის განმავლობაში მსხვერპლთა რიცხვის რეკორდული ზრდაა.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 28 381 შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 833-ს აღემატება. გამოჯანმრთელებულია 12 769 ადამიანი.