უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 419 შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 419 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 19 419 შემთხვევა გამოვლინდა.

მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ვირუსის შედეგად ქვეყანაში 464 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 10 032 პაციენტი.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში უკრაინაში ჰოსპიტალიზებულია 5 092 კოვიდინფიცირებული.

უკრაინაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის მილიონ 803 ათასზე მეტი შემთხვევა. აქედან მილიონ 383 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 35 962 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.