უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 528 ადამიანს დაუდასტურდა
უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 528 ადამიანს დაუდასტურდა.
აღნიშნული დაავადებით 21 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რიცხვმა საერთო ჯამში 497 შეადგინა. სულ გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 17 858 შემთხვევა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 433-ით გაიზარდა და ჯამში 4 906 შეადგინა.
ინფიცირებულებს შორის 1 269 ბავშვი და 3 512 მედიკოსია. გარდაცვლილია 25 მედიკოსი.