უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 456 ადამიანს დაუდასტურდა
უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 456 ადამიანს დაუდასტურდა

უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირება 456 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.​ მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 11 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში კორონავირუსს საერთო ჯამში უკვე 250 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინაში დადასტურებულია „კოვიდ-19“-ის 9 866 შემთხვევა. ამასთან, გამოჯანმრთელებულია 1 103 პაციენტი, მათგან 111 ბოლო ერთი დღის განმავლობაში.