უკრაინაში საავტომობილო ავარიის შედეგად 16 ბავშვი დაშავდა. ისინი სამედიცინო ცენტრში განათავსეს. ადგილობრივი მედია პოლიციის სამმართველოს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ავტოკატასტროფა სკოლის ექსკურსიის დროს მოხდა, როდესაც მოსწავლეები მშობლიურ ქალაქში ბრუნდებოდნენ. მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაყავდა, დნეპროპეტროვსკის ოლქში სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამომძიებლები მასშტაბური ავარიის მიზეზების დადგენას ცდილობენ. ადგილზეა ორივე ავტომობილის მძღოლი. ამჟამად მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.