უკრაინაში, აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს
უკრაინაში, აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს

უკრაინის რადასთან საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციას მეშახტეები, ასევე ჩერნობილისა და ავღანეთის ომის ვეტერანები მართავენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, პოლიციამ კი წინააღმდეგობა გაუწია. მომიტინგეები მგზავრობის შეღავათების მონეტიზაციის გაუქმებას, უნარშეზღუდული ვეტერანებისთვის კომპენსაციის გაზრდას და ქვანახშირის ინდუსტრიის განვითარებისთვის 6 მილიარდის გამოყოფას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებთან რადას პირველი ვიცე-სპიკერი, ირინა გერაშჩენკო გავიდა.