უკრაინაში ამინა ოკუევას მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ოკუევა მოხალისეთა ბატალიონ „კიევ-2“-ის წევრი იყო. მას მეუღლესთან, ადამ ოსმაევთან ერთად კიევში, 2017 წელს დაესხნენ თავს. აღსანიშნავია, რომ ოსმაევს რუსეთის პრეზიდენტზე თავდასხმის მომზადებაში სდებდნენ ბრალს.
როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში აცხადებს, დაკავებულები არიან „დაქირავებული მკვლელობის დაჯგუფების წევრები“. ავაკოვის თქმით, ერთ-ერთი მათგანის „დე-ენ-ემი“, 2017 წელს ოკუევას მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილ ნიმუშებს ემთხვევა.
გამოძიება მკვლელობის ორ ვერსიას განიხილავს, ერთ-ერთი არის რუსეთის მხრიდან „ტერორი“, რისი მიზანიც უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია იყო და ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვის გარემოცვის შურისძიება.
დამნაშავეებს ბრალი ედებათ კიდევ ორ შეკვეთილ მკვლელობაში, რომლებიც 2016 წლის სექტემბერსა და 2019 წლის იანვარშია ჩადენილი. პროკურატურაში განმარტეს, რომ ეს საქმეებიც გახსნილია.
უკრაინის სამართალდამცავ უწყებებში აცხადებენ, რომ საქმის გამოძიება გრძელდება, რათა დანაშაულებრივი ჯგუფის ყველა წევრი და მკვლელობის შემკვეთებიც გამოვლინდეს.