უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ დრონებით თავდასხმის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქში ელექტროენერგიის გარეშე 29 ათასი აბონენტი დარჩა
უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქში ელექტროენერგიის გარეშე 29 ათასი აბონენტი დარჩა.
როგორც კომპანია „უკრენერგოში“ აცხადებენ, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით გაშვებული უპილოტოებით იერიში მიიტანეს პავლოგრადის ერთ-ერთ ელექტროსადგურზე.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ 12 თებერვლის ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სულ 17 დრონი გაუშვა, რომელთაგან 14-ის ჩამოგდება მოხერხდა. მათივე ცნობით, დნეპროპეტროვსკის გარდა, რუსეთის სამიზნე იყო ხმელნიცკის, ვინიცის, კიროვგრადის, ნიკოლაევისა და ზაპოროჟიეს ოლქები.