უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები სავარაუდოდ ხვალ გაგრძელდება
უკრაინულმა დელეგაციამ, როგორც ვიცით, კიევი უკვე დატოვა, ახლა გზაში იმყოფებიან და ალბათ დილით აქ იქნებიან, ჩვენ ადრე მოვედით, – ამის შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პირველ შეხვედრაზე განვიხილეთ პოზიციები და ასევე უკრაინულ მხარეს გავაცანით რუსული მხარის რამდენიმე შეთავაზება ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტასთან დაკავშირებით. რაღაც საკითხებზე ვიპოვეთ ურთიერთგაგება მოლაპარაკების მაგიდასთანავე. ზოგიერთ ბევრად პრინციპულ საკითხზე, როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინულმა მხარემ აიღო მოსაფიქრებელი დრო კიევთან კონსულტაციებისთვის. რამდენადაც ვიცით, უკრაინულმა დელეგაციამ კიევი უკვე დატოვა, ახლა გზაში იმყოფებიან. როგორც შევთანხმდით, ალბათ დილით აქ იქნებიან, ჩვენ ადრე მოვედით. გვესმის მათი ლოჯისტიკის სირთულეები. ბელარუსის ტერიტორიაზე უსაფრთხოებას ბელარუსის სპეცსამსახურები უზრუნველყოფენ. ჩვენი სამხედროები მათი უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილების უსაფრთხოების კორიდორის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ველოდებით მათ ხვალ“, – განაცხადა ვლადიმირ მედინსკიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე, მოლაპარაკებების ადგილი ვინ შეარჩია, მედინსკიმ აღნიშნა, რომ ქვეყნებმა ერთად გადაწყვიტეს.
„ერთად გადავწყვიტეთ. ეს ბევრად მოსახერხებელი ადგილია ჩვენთვისაც და უკრაინისთვისაც. ბრესტი კარგი აეროპორტია. უკრაინული მხარისთვის ახლოს არის პოლონეთის საზღვართან. როგორც ვხვდები, ისინი ჩვენთან პოლონეთის გავლით ჩამოდიან“, – განაცხადა ვლადიმირ მედინსკიმ.
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა.