უკრაინისა და რუსეთის მიერ კონტროლირებად სეპარატისტებს შორის ტყვეების გაცვლა დაიწყო
უკრაინისა და რუსეთის მიერ კონტროლირებად სეპარატისტებს შორის ტყვეების გაცვლა დაიწყო

უკრაინისა და რუსეთის მიერ კონტროლირებად სეპარატისტებს შორის ტყვეების გაცვლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინა დაიბრუნებს 19 მოქალაქეს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან დაკავებულნი.

როგორც რუსი მებრძოლები აცხადებენ, გასვლის პროცესს ესწრებიან ეუთო-ს დამკვირვებლები და „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები. ტყვეების გაცვლა მოხდება პრინციპით „ყველა ყველაზე“.

შეგახსენებთ, 15 აპრილს უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ ტყვეების გაცვლა იგეგმება და მიმდინარეობს ბოლო საკითხების შეთანხმება.

ვლადიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის განმავლობაში, ტყვეების გაცვლა უკვე მესამედ მოხდა. ტყვეების პირველი გაცვლა სექტემბერში, მეორე კი დეკემბერში შედგა.