ადგილობრივი სეპარატისტები და რუსი სამხედრო ბლოგერები აცხადებენ, რომ უკრაინამ ზაპოროჟიეს რეგიონის ორიხივის რაიონის სამხრეთით მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
უკრაინამ ზაპოროჟიეს რეგიონის ორიხივის რაიონის სამხრეთით მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო, – ინფორმაციას ადგილობრივი სეპარატისტები და რუსი სამხედრო ბლოგერები ავრცელებენ.
გავრცელებული ცნობით, ეს არის უკრაინის არმიის მასშტაბური შეტევის მეორე ტალღა, რომლის დროსაც უკრაინის არმიის საარტილერიო და საავიაციო დარტყმები განხორციელდა.
უკრაინის კონტრშეტევაში ჩართულია ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანტექნიკა. რუსი სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ უკრაინის არმიამ შეძლო რუსული თავდაცვის პირველ ხაზში პოზიციების შენარჩუნება.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ძალები იყენებენ სრულ არსენალს, მათ შორის საავიაციო დარტყმებს, რათა უკრაინულ შენაერთებს უკან დაახევინონ.
უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ზაპორიჟიეს ფრონტზე უკრაინული ძალები განაგრძობდნენ წინსვლას ველიკა ნოვოსილკა-ბერდიანსკის ღერძის გასწვრივ.