უკრაინამ კორონავიუსის გავრცელების მიხედვით „წითელი“ და „მწვანე“ ზონების ქვეყნების სია განაახლა. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, „წითელი ზონის“ ქვეყნებს შირის მოხვდნენ საქართველო, პოლონეთი და ხორვატია.
შესაბამის ინფორმაციას ურკიანული მედია ტურიზმის განვითარების სახელმწიფო სააგენტოზე დაყრნდობით ავრცელებს.
„წითელი ზონის“ ქვეყნებიდან დაბრუნების შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქე ვალდებულია, თვითიზოლაცია გაიაროს.
უკრაინის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, უკრაინაში შესვლისას ყველა უცხოელს უნდა ჰქონდეს დაზღვევის პოლისი, რომელიც კოორნავირუსის მკურნალობას ფარავს. კარანტინს არ ექვემდებარებიან „წითელი ზონის“ ქვეყნებიდან ჩასული პირები იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ საზღვრის კვეთამდე ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული „კოვიდ-19“-ის ტესტის უარყოფითი პასუხი.