უკრაინამ სლოვაკეთში ელექტროენერგიის ექსპორტი განაახლა
უკრაინამ სლოვაკეთში ელექტროენერგიის ექსპორტი განაახლა

უკრაინამ სლოვაკეთში ელექტროენერგიის ექსპორტი განაახლა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული კომპანია „უკრენერგო“ „ტელეგრამის“ გვერდზე იტყობინება.

კომპანიის ცნობით, სლოვაკეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დღეიდან დაიწყო. ამასთან, ექსპორტი ასევე გრძელდება პოლონეთსა და მოლდოვაში.

მოლდოვაში ელექტროენერგიის ექსპორტი 11 აპრილს დაიწყო. 12 აპრილს კი უკრაინამ ელექტროენერგიის ექსპორტი პოლონეთში განაახლა.