უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უკრაინის მიმდებარე ზონის“ შესახებ, რომელიც ოფიციალური კიევის მიერ კონტროლირებად აკვატორიას კიდევ 12 საზღვაო მილით გააფართოებს.
კანონპროექტს მხარი 238-მა დეპუტატმა დაუჭირა. აღნიშნული კანონის მიღებით უკრაინა იმედოვნებს, რომ შეძლებს საზღვაო კონვენციით გათვალისწინებული შესაძლებლობებით სარგებლობას. კერძოდ, გააფართოვოს კონტროლირებადი ტერიტორია ზღვაში და შეამციროს კონტრაბანდული მიმოსვლა შავ ზღვაში.