უკრაინამ საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა
უკრაინამ საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა

უკრაინამ საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა. განახლებული დოკუმენტი ძალაში 2035 წლამდე იქნება. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვლადიმერ ომელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს კომპლექსური სტრატეგიული დოკუმენტი ხანგრძლივმოქმედ პერსპექტივაში ქვეყნის საზღვაო პოლიტიკის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. მინისტრის განმარტებით, ახალმა დოქტრინამ აზოვისა და შავ ზღვაში უკრაინის პოზიციები უნდა გააძლიეროს.

შეგახსენებთ, სამ უკრაინულ ხომალდს ქერჩის სრუტეში გადაადგილებისას რუსულმა ეკიპაჟებმა ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად ექვსი უკრაინელი მეზღვაური დაშავდა, ეკიპაჟის დანარჩენი წევრები რუსულმა მხარემ დააკავა, ხომალდები კი, ოკუპირებული ყირიმის პორტში გადაიყვანა.