უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, რუსული წარმოების პროდუქციაზე დაწესებული ემბარგო 2023 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივდა. მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწესებული სავაჭრო აკრძალვების და შეზღუდვების საპასუხოდ, ასევე უკრაინის ეროვნული ინტერესების და უსაფრთხოების დასაცავად.
რუსული წარმოების პროდუქციაზე ემბარგო უკრაინამ 2016 წელს დააწესა. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენდა პასუხს რუსეთის ქმედებებზე, რომელმაც უკრაინასთან ცალმხრივად შეწყვიტა თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმება და უკრაინა შეიყვანა იმ ქვეყანათა სიაში, საიდანაც აკრძალულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ნედლეულისა და საკვები პროდუქციის იმპორტი.
უკრაინის მიერ დაწესებული ემბარგო რუსული წარმოების რიგ პროდუქტებს ეხება, მათ შორის ხორცეულს, თევზეულს, მარცვლეულ კულტურებს, საკონდიტრო ნაწარმს, თამბაქოს, ალკოჰოლურ სასმელებსა და ტექნიკას.