უკრაინამ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა გაწყვიტა
უკრაინამ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა გაწყვიტა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა გაწყვიტა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ გროისმანმა განაცხადა.

კერძოდ, მინისტრთა კაბინეტმა დოკუმენტის მოქმედება შეაჩერა და უკრაინის საგარეო უწყებას ამის შესახებ რუსეთის მთავრობის ინფორმირება დაავალა.

უკრაინისა და რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამას 2011 წლის 7 ივნისს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრებმა ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლაი აზაროვმა მოაწერეს ხელი. პროგრამა 2011-2020 წლებზე იყო გათვლილი.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა განაცხადა, კიევმა მოსკოვთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მინიმუმამდე უნდა შეამციროს.