უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სავაჭრო სანქციები გააფართოვა
უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სავაჭრო სანქციები გააფართოვა

უკრაინის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სავაჭრო სანქციები გააფართოვა.

მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით, იმ პროდუქტების სიას, რომლებსაც უკრაინას ემბარგო აქვს დაწესებული, დაემატა საკონსერვო ქილები, ბოთლები, საკვები პროდუქტებისთვის და სასმელებისთვის განკუთვნილი მინის ჭურჭელი.

ამას გარდა, რუსეთიდან უკრაინაში აიკრძალა ფორმალინის, კარბამიდის, ფორმალდეგიდური კუპრის, ასევე სატვირთო ვაგონების მშენებლობისთვის საჭირო დეტალების ექსპორტი.

უკრაინამ რუსეთიდან გარკვეული პროდუქტების იმპორტი 2016 წელს აკრძალა.