უკრაინამ ფრთოსანი რაკეტები წარმატებით გამოსცადა. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსანდ ტურჩინოვის განცხადებით, რაკეტები ოდესის ოლქის სამხრეთში გამოსცადეს.
როგორც ალექსანდ ტურჩინოვმა განაცხადა, ადგილობრივი წარმოების რაკეტებმა საზღვაო სამიზნე 100 კილომეტრში გაანადგურეს.
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ფრთოსან რაკეტებს შავი ზღვის და აზოვის ზღვის სანაპიროების საიმედო დაცვის უზრუნველყოფა შეუძლია.