უკრაინამ ევროკავშირისგან 1,5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების მორიგი ტრანში მიიღო
უკრაინამ ევროკავშირისგან 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მორიგი ტრანში მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს, რომელიც ცოტა ხნის წინ ათენში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ძალისხმნევას, აღადგინოს ქვეყანა და უზრუნველყოს სახელმწიფოს ფუნქციონირება. დღეს ჩვენ უკრაინას დამატებით 1,5 მილიარდი ევრო გამოვუყავით. კიდევ მეტი იქნება, მიმდინარე წელს და მომავალში“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის ცნობით, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 2022 წლის მარტიდან გამოყოფილმა მაკროფინანსურმა დახმარებამ 19,2 მილიარდ ევროს მიაღწია.