უკრაინამ და საფრანგეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება გააფორმეს
უკრაინამ და საფრანგეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და საფრანგეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა თავის უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

მაკრონის თქმით, ეს შეთანხმება უფრო მეტად აკონკრეტებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც პარიზმა „დიდი შვიდეულის“ წევრებთან ერთად აიღო ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე.

„ჩვენი მხარდაჭერა არა მხოლოდ გრძელვადიანია, არამედ მას აქვს კოლექტიური განზრახვა, რადგანაც დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ უკვე მოაწერეს ხელი ამ შეთანხმებას. ეს შეთანხმება ასევე ითვალისწინებს 2024 წელს საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფას. დამატებითი ხელშეკრულება მოიცავს კიევისა და პარიზის სამხედრო თანამშრომლობას, რაშიც იგულისხმება შეიარაღების ერთობლივი წარმოება, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღებისა და ავიაციის გადაცემა და თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების განსამტკიცებლად“, – განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკი 16 თებერვალს ჩავიდა პარიზში და საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. მანამდე უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება გააფორმა დიდ ბრიტანეთთან და გერმანიასთან.