უკრაინამ და დანიამ გრძელვადიანი თანამშრომლობისა და უკრაინის აღდგენის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
უკრაინამ და დანიამ გრძელვადიანი თანამშრომლობისა და უკრაინის აღდგენის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმს ხელი უკრაინის ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ და დანიის ფინანსთა მინისტრმა, მორტენ ბუდსკოვმა მოაწერეს.
ინფორმაციას უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მემორანდუმის მიხედვით, დანიის მთავრობა გამოყოფს დაახლოებით 40 მილიონ ევროს უკრაინის რეკონსტრუქციაში ჩართული კერძო სექტორის მხარდასაჭერად, ასევე 380 მილიონ ევროს კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად განახლებადი ენერგიის გამოყენებით.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობის გაძლიერებას გემთმშენებლობის, საზღვაო ნავსადგურის ინფრასტრუქტურის აღდგენის სფეროში.