უკრაინა სთავაზობს გაერო-ს უშიშროების საბჭოს, მიიღოს რეზოლუცია, რომელიც ენერგეტიკული ტერორის ნებისმიერ ფორმას დაგმობს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნით, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც 23 ნოემბერს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმების შესახებ იმსჯელეს.
სხდომაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსულ ტერორზე მსოფლიოს მკაცრ რეაქციას ელოდება.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთი დიდი ხანია ცდილობს, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო რიტორიკის პლატფორმად აქციოს, მაგრამ საბჭოს უნდა ჰქონდეს მკაფიო შეფასება ტერორისტული სახელმწიფოს ქმედებების შესახებ, გაერო-ს წესდების შესაბამისად. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უშიშროების საბჭო შეიქმნა, როგორც გადაწყვეტილებებისა და ქმედებების ყველაზე ძლიერი პლატფორმა მსოფლიოში.
უკრაინა სთავაზობს გაერო-ს უშიშროების საბჭოს, მიიღოს რეზოლუცია, რომელიც ენერგეტიკული ტერორის ნებისმიერ ფორმას დაგმობს.