უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები ონლაინ ფორმატში პირველ აპრილს განახლდება
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები ონლაინ ფორმატში პირველ აპრილს განახლდება. ამის შესახებ უკრაინული მხარის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა. არახამიამ იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო კვირისთვის უკვე მზად იქნება შეთანხმების პროექტი, რასაც ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა მოჰყვება.
რაც შეეხება უკრაინის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვას, არახამიას თქმით, ამის ორგანიზებას სულ მცირე ერთი წელი დასჭირდება.