უკრაინა რუსეთის კუთვნილი სასაზღვრო კატერის ეკიპაჟს პროვოკაციულ ქმედებაში ადანაშაულებს
უკრაინამ რუსეთის კუთვნილი სასაზღვრო კატერის ეკიპაჟი პროვოკაციულ ქმედებაში დაადანაშაულა.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ინციდენტი აზოვის ზღვაში მოხდა. ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ეკიპაჟმა გემების ერთმანეთთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად, საერთაშორისოდ აღიარებული წესები დაარღვია.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, მათ კატერს რუსეთის კუთვნილი მცურავი საშუალება რამდენიმე მეტრის მანძილზე მიუახლოვდა და სახიფათო მანევრებს ასრულებდა. მარიუპოლის საზღვაო დაცვის რაზმის წევრების ინფორმაციით, რუსეთის კატერის ეკიპაჟმა მათ შეატყობინა, რომ სპეციალურ დავალებას ასრულდება. თუმცა უეცრად კურსი შეცვალა და პირდაპირ უკრაინის კუთვნილი კატერის მიმართულებით წავიდა. უკრაინის მხარემ რუსებს კურსის შეცვლა სთხოვა, რის შემდეგაც რუსებით დაკომპლექტებულმა ეკიპაჟმა სახიფათო მანევრების შესრულება დაიწყო.