უკრაინა პოლონეთისგან Rosomak-ის 100 ჯავშანტრანსპორტიორს შეისყიდის
უკრაინა პოლონეთისგან Rosomak-ის 100 ჯავშანტრანსპორტიორს შეისყიდის

უკრაინა პოლონეთისგან Rosomak-ის 100 ჯავშანტრანსპორტიორს შეისყიდის. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

„Rosomak ყველაზე თანამედროვე სამხედრო ტრანსპორტია. ამ შესყიდვის გადახდა განხორციელდება ევროკავშირისა და აშშ-ის სახსრებით“, – წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი.

20 მარტს ევროკავშირის წევრმა 17-მა ქვეყანამ და ნორვეგიამ დადეს შეთანხმება, ერთობლივად აწარმოონ და შეიძინონ საბრძოლო მასალა, რათა შეავსონ თავიანთი მარაგი და დააკმაყოფილონ უკრაინის საჭიროებები. გეგმა ითვალისწინებს 12 თვის განმავლობაში უკრაინისთვის ერთი მილიონი საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებას. შეთანხმებას პოლონეთიც და ესპანეთიც შეუერთდა.