უკრაინა-პოლონეთის საზღვართან ათასობით უკრაინელი სამშობლოში დაბრუნებას ცდილობს
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა უკრაინის პრეზიდენტის განკარგულება საზღვრების ჩაკეტვასთან დაკავშირებით, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან ათასობით უკრაინელი მივიდა. ისინი ქვეყანაში დაბრუნებას ცდილობენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საზღვართან დამატებითი ჯგუფები გამოიძახეს, რათა მოქალაქეების შემოწმების პროცესი რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს.
გავრცელებული ინფორმაციით, საზღვართან მყოფ ადამიანებს სიცხეს უზომავენ და კორონავირუსის სიმპტომებზე ამოწმებენ, შემდეგ კი ავტობუსებით კარანტინში გადაჰყავთ.