უკრაინა პოლონეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირების შემთხვევაში, ზარალის კომპენსაციისთვის არბიტრაჟისთვის მიმართვას აპირებს
უკრაინა პოლონეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირების შემთხვევაში, ზარალის კომპენსაციისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟისთვის მიმართვას აპირებს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სოციალურ ქსელში წერს.
შმიგალის თქმით, ომისა და რუსეთის მიერ უკრაინული პორტების ბლოკირების მიუხედავად, უკრაინა იცავს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებას.
„ჩვენ არ გვაქვს და არ გვქონია პოლონელი ფერმერებისთვის ზიანის მიყენების განზრახვა. ძალიან ვაფასებთ პოლონელი ხალხისა და პოლონელი ოჯახების მხარდაჭერას, თუმცა სავაჭრო კანონის დარღვევის შემთხვევაში, უკრაინა იძულებული იქნება, მიმართოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟს კომპენსაციისთვის, ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების ნორმების დარღვევის გამო“, – წერს დენის შმიგალი.