„უკრაინა, მოლდოვა და საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ანტირუსულ კალაპოტში გადაყვანას ვერ შეძლებენ“
„უკრაინა, მოლდოვა და საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ანტირუსულ კალაპოტში გადაყვანას ვერ შეძლებენ“

სერგეი ლავროვმა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა და ასევე მოლდოვა, საქართველო და უკრაინა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ანტირუსული მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.

კერძოდ, რუსეთის მთავარმა დიპლომატმა მაგალითად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მიერ ნოემბრის ბოლოს ბრიუსელში გამართულ სამიტზე გაკეთებული განცხადება მოიყვანა.

„მიუხედავად ამისა, ევროკავშირის წევრების უმრავლეოსობა მიიჩნევს, რომ ეს იქნება მორიგი უშედეგო მცდელობა, რადგან ისინი ხვდებიან რომ „დსთ“-ს წევრ ქვეყნებში ანტირუსული განწყობების ჩანერგვა კონტრპროდუქტიული და უპერსპექტივოა.

ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო ბელორუსის პოზიცია. ასევე არ გვეპარება ეჭვი სომხეთისა და აზერბაიჯანის პოზიციაში. ასევე ვხედავთ როგორ იქცევიან ჩვენი უკრაინელი, მოლდოველი და ქართველი კოლეგები. თუმცა იმედი მაქვს და მჯერა, რომ ისინი ვერ შეძლებენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სქემის ანტირუსულ კალაპოტში გადაყვანას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა СTV-თან ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ზეც ისაუბრა. მისი თქმით, NATO-მ ერთხელ უკვე დააყენა რუსეთის მეზობელი ქვეყნები არჩევანის წინაშე.

„ამან საქართველოსა და უკრაინაში ის შედეგი გამოიწვია, რაც ყველამ ნახა“, – განაცხადა ლავროვმა.